20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოების შესახებ საქართველოში არსებული კანონი რეალობისგან შორსაა - ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს პასუხობს.

ევროკომისრის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ შრომითი უსაფრთხოების შესახებ საქართველოში არსებული კანონი რეალობისგან შორსაა და ის არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

წერილის გასაჯაროებას სამოქალაქო სექტორი დღეს აპირებს, მანამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნებს ეხმიანებიან. მათი თქმით, ყველა მოთხოვნა ადეკვატურია და ამჟამად არსებული შრომითი უსაფრთხოების კანონის ხარვეზებზე საუბრობენ.

„მიღებული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ საერთოდ ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაშია . 2018 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდება  ჯარიმების მექანიზმი, რომელიც იმდენად მცირეა, რომ დამსაქმებელს ურჩევნია, საერთოდ არ გამოასწოროს კონკრეტული დარღვევები და ისევ ჯარიმა გადაიხადოს,“-აცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ანთაძე.

დღის ამბები