20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
„შეწყალების კომისიაში და ე.წ. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებულთა ადგილობრივ საბჭოში იგზავნება იდენტური დახასიათებები" - სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტ პასუხობს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბაქრაძის საქმეზე იდენტური ინფორმაცია ჰქონდათ.

„შეწყალების კომისიაში და ე.წ. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებულთა ადგილობრივ საბჭოში იგზავნება იდენტური დახასიათებები. რაიმე ტიპის დადებით ან უარყოფით დახასიათებაზე საუბარი ჩემი აზრით არასწორია, ვინაიდან არანაირი მითითება ან მინიშნებაც კი რომ დაწესებულება უწევდა რეკომენდაციას მსჯავრდებულს შეწყალებასთან დაკავშირებით ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვერ დავადასტურებ. დანაშაულის ხასიათი, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი, ასევე დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა კი გასაგებია, რომ დასჯილი არ იყო მაგრამ არც წახალისებული ყოფილა. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ჩვენ ჩავთვალეთ, რომ  არ იყო მიზანშეწონილი პირობით ვადამდე გათავისუფლება და მას მოუწია დანიშნული სასჯელის ბოლომდე მოხდა, რაც სასამართლოს განაჩენით ჰქონდა განსაზღვრული,“ - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები