20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდისა წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავების ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავების ინიციატივით გამოდის. ამ თემაზე კონსულტაციები პროდასავლურ ძალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან დაიწყო.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით მოიცავს ცვლილებებს, მათ შორისაა, საბიუჯეტო სახსრების შედინების აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფოსგან დაფინანსების შეზღუდვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც რუსული პროპაგანდით არიან დაკავებული.

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში განსახილველად 2-3 კვირაში შეიტანენ.

„მიგვაჩნია, რომ აკრძალული უნდა იყოს, რომ სიპ-ები და აიპ-ები, რომლებიც უხვად აძლევენ საბიუჯეტო სახსრებს ისეთ მედიაგამოცემებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავებულები ქსენოფობიური გზავნილების გაჟღერებით, პრორუსული პროპაგანდით, ეს თანხები შეზღუდული უნდა იყოს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა ტორნტონის შეფასებით, რუსულ დეზინფორმაციის დაძლევასთან დაკავშირებით გაფართოებული კონფერენციის გამართვა იგეგმება.

დღის ამბები