ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 97-ე სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიმართა.
პაოლო ალიმ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ქმედებებზე ისაუბრა.
„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია - მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან.
როგორც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველო გახდება ნატოს წევრი.... სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას“- განაცხადა პაოლო ალიმ.