20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება სარქსიანმა მასობრივი საპროტესტო  აქციების ფონზე მიიღო. 

სარქსიანი გადადგომაზე ჯერ კიდევ გუშინ უარს აცხადებდა. სომხეთის სამართალდამცველებმა გუშინ აქციების ორგანიზატორი და ოპოზიციის ლიდერი მირზოიანი დააკავეს. ის საპატიმროდან დღეს დილით გაათავისუფლეს. 

დღესვე ოპოზიციის აქციებს სომხეთში მიმდინარე სახალხო პროტესტს სამხედროებიც შეუერთდნენ. 

დღის ამბები