20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ცვლილებები მიგრაციის შესახებ კანონში - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით, კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. საკმარისი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, სასაზღვრო სამსახურს უფლება ენიჭება, ქვეყნიდან მოქალაქე არ გაუშვას.

ასევე მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უცხო ქვეყანაში უკანონოდ მყოფთათვის შესაბამისი პირობების შექმნის გამო, რაც ახალი მუხლის დამატების შემთხვევაში, 3-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რეგულაციები უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის წესდება.

„დოკუმენტაციის კონკრეტული ჩამონათვალია, რომელიც მოქალაქემ უნდა იქონიოს, გაემგზავროს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ასევე წესდება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სხვა პირმა საქართველოს მოქალაქეს, კანონის დარღვევით დატოვოს საქართველო და ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავროს. ეს რეგულაციები იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი შენარჩუნებული იყოს,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ახალ ცვლილებებს კი ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტიკური დევნის საფუძვლებს ხედავს.

„უკიდურესად სახიფათო, შეიძლება ადამიანები უცხოეთში არ გაუშვა პოლიტიკური ნიშნით, შესაძლებელია, არ გაუშვა სხვა მიზნით, თუნდაც, კორუფციის მიზნით და რომელიღაც მესაზღვრე ხდება თუ ჩინოვნიკი ხდება ადამიანის თავისუფალი გადაადგილების და ბედის განმსაზღვრელი. მოხელისადმი, თანაც დროის არქონის გამო, ცაიტნოტში რაღაც გადაწყვეტილების მიღება, უკიდურესად საზიანო და დაუშვებელია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის აზრით, ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადებით ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილება, დაუშვებელია.

„უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასე ხელაღებით დამნაშავეებად გამოვაცხადოთ ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც შეიფარებს და დაეხმარება საკუთრ ახლობელს და რომელთა დიდი ნაწილი საქართველოდან სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

 

 

დღის ამბები