20 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს ამცირებს

"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს ამცირებს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა კონკრეტულად რამდენით შემცირდება 21 კაციანი საბჭო ამ ეტაპზე უცნობია.

პარტიაში ცვლილებების შესახებ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მომავალი კვირიდან გაიმართება.

„პოლიტსაბჭომ ბოლო პერიოდში ამ დასახელებული მიზეზების გამო პრაქტიკულად დაკარგა ყველანაირი ინსტენსივობა და ეფექტურობა, რაც ასევე რასაკვირველია გამოსასწორებელია. კომპაქტური, უფრო მცირე ზომის, მცირე ფორმატის პოლიტსაბჭოა საჭირო. მე ვფიქრობ შემცირდება რაოდენობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაისის შუა რიცხვებში პარტიის დაგეგმილ ყრილობაზე "ქართლი ოცნების" საბჭო განახლებული შემადგენლობით წარდგება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები სხვა მიმართულებითაც იქნება.

„პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის წარდგენაც და კენჭისყრაც მოხდება პარტიის მომავალ ყრილობაზე. ეს  გადაწყდება შიდაპარტიული კონსულტაციების გზით, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე გაიმართება, მათ შორის პოლიტსაბჭოს დღევანდელ წევრებთან, ხოლო შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ შემადგენლობაზე საუბარი,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები