თურქეთში, ალადაგლარის მთებში ორი ბელორუსი ალპინისტი დაიკარგა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ალპინისტები ბელორუსიის მოქალაქე დები არიან. მათივე ინფორმაციით, ალპინისტები მთის დასაპყრობად 16 ოქტომბერს წავიდნენ.
სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერად ჩართულია ვერტმფრენიც. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ყველა შესაძლო რესურსია ამოქმედებული, რათა ალპინისტების პოვნა მოხერხდეს. მათი განმარტებით, ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან თურქულ მხარესთან.