ვანში #1 საარჩევნო უბანში ხმის მისცემის პროცედურა ხმაურის ფონზე დაიწყო. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შესვლისთანავე მოხდა.
"დარღვევით აპირებდნენ კენჭისყრის პროცედურის დაწყებას და საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას," - განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, დათო ჟღენტმა.
კომისიის თავჯდომარე ირმა აბრამიძე კი აცხაცდებს, რომ "არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია" და „უსაფუძვლოა მათი პრეტენზიები".