20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"მმართველი პარტიის ინტერესებში ასეთი სისულელეების კეთება არ არის" - მდინარაძე უგულავას პლაკატის ჩამოხევაზე

"ნამდვილად არ არის მმართველი პარტიის ინტერესებში ასეთი სისულელეების კეთება“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხონში მათი კანდიდატის, გიგი უგულავას, პლაკატი ჩამოხიეს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც ვანსა და ხონში მშვიდი ვითარებაა.

„ძალიან დიდი ხანია, ამ ადამიანმა აქ საარჩევნო კამპანია დაიწყო და მისი გადადგმული არცერთი ნაბიჯი შეფერხებული არ ყოფილა. პირიქით, ყველა მხრიდან ხელშეწყობა იყო, რომ საარჩევნო კამპანია ყოფილიყო გამჭვირვალე და დღეს, ბოლო დღეს, ვიღაცამ ბანერი ჩამოხია, ვიღაცამ - პლაკატი. ჩანს და მართლაც ასეა, რომ უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში მიდის ყველაფერი. ვის ინტერესშია, ბანერის თუ პლაკატის ჩამოხევა და ვინ გააკეთა რეალურად, არ მინდა იქით ვინმეს დავაბრალო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის მმართველი პარტიის ინტერესებში ასეთი სისულელეების კეთება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები