ხონში ევროპული საქართველოს კანდიდატის, გიგი უგულავას, პლაკატი დააზიანეს.
ამის შესახებ ინფორნაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხონში არჩევნები დარღვევებით დაიწყო. სოფელ კონტუათთან ევროპული საქართველოს კანდიდატის, გიგი უგულავას, პლაკატი დააზიანეს და ჩამოხიეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.