"ლუკაშენკოს მაგივრად, მე კითხვებზე პასუხი როგორ გაგცეთ, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, პრემიერს უნდა ვკითხოთ, თუ რაიმე საუბარი შედგა, რისი ინტერპრეტირებაც, ან სხვაგვარად თხრობაც გადაწყვიტა. წარმოდგენა არ მაქვს,“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ლუკაშენკოს განცხადებას, რომელიც კვირიკაშვილის რუსთის მიმართ დამოკიდებულებას ეხება.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი აქვს.
„მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - საქართველო მყარად ადგას იმ კურსს, რასაც ევროპული გზა ჰქვია. ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ეს არის უდიდესი წარმატება და ეს ყველაფერი ხდება პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბელარუსის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა. რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერის დამოკიდებულების დეტალებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.