„ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეები ურყევ ნებას,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ნატოს-სგან აღიარებულია ის რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით.
“ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით გასულ წელს არასოდეს ყოფილა. ნატოს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული, ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით. ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი“-განაცხადა პრემიერმა.