03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
თბილისის მერიის საქმიანობით აუდიტის სამსახური დაინტერესდა

დავით ნარმიანიას უწყებას აუდიტის სამსახურის თანამშრომლები შეისწავლიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადების საფუძველზე, დედაქალაქის მერიაში თანხების ხარჯვის პროცესს მთავარი მაკონტროლებელი უწყება შეისწავლის და დასკვნას წარმოადგენს. 

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ თბილისის მთავრობის საქმიანობის პროცესში გამოვლენილია დარღევევები, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ შემთხვევებზე არ ლაპარაკობენ, შესაბამისად, კონკრეტული დეტალები უცნობია. 

გარდა ამისა, "პოსტსკრიპტუმის" გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით და არაერთი შეჩერებული და დაუმთავრებელი პროექტი გადაიღო. როგორც ფეხით მოსიარულეებისათვის, ასევე ავტომობილის მძღოლებისათვის თბილისში ერთ-ერთ პრობლემად კვლავ დაზიანებული ასფალტი რჩება. რამდენიმე ადგილზე ძველი ასფალტი აიყარა, ახალ ფენას კი ჯერ არ აგებენ.

 

დღის ამბები