20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
პრეზიდენტის ბოლო ანგარიში - მმართველი გუნდი პრეზიდენტს დებატებში იწვევს

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ცხარე დებატების ფონზე ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს დებატებში იწვევს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რადგან ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ეს პრეზიდენტის ბოლო ანგარიშია, საჭიროა დეპუტატებმაც და საზოგადოებამაც არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ბოლო ანგარიში მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დებატები იყოს, რატომღაც ჩვენმა ოპონენტებმა ამასთან დაკავშირებით რომლებიც პოლიტიკურ დებატებს ითხოვდნენ, რატომღაც ჯერ ჯერობით თავი შეიკავეს, თუმც ამე ვფიქრობ უნდა იყოს პოლიტიკური დებატები, ბევრი გამოსვლები მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა  და მთავრობაც იქ უნდა იყოს“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ანგარიშიც შემდეგ შეხვედრა პარლამენტის დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის დებატებით გაგრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ჯერ პრეზიდენტთან დებატები არ მოუთხოვია, რაც გასაკვირია, რადგან ისინი ყოველთვის თავად იყვნენ დებატების ინიციატორები.

„ისინი ყოველთვის გამოთქვამდნენ დებატების სურვილს, თუმცა ამჯერად მათ ეს სურვილი არ გამოუთქვამთ, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც მის გარშემო განვითარდა და რომლებსაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან.

თუმცა ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ მოეწყოს პოლიტიკური დებატები. ეს არის ფორმატი, რომელიც მეტ შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკურ ჯგუფებს, რათა თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე“-განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში დებატების წინააღმდეგი არ არიან. თუმცა ოპოზიციას უკვირს, რომ 2013 წლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას პირველად გაუჩნდა სურვილი პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართოს.

დღის ამბები