20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადებითი შეფასება - თალაკვაძე თბილისში გამართულ აქციებზე

ბოლო დღეებში გამართული საპროტესტო აქციები გახდა მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩავიდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა საკითხზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებზე.

საუბარი შეეხო რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადებითი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავდა ხელისუფლება და შსს ბოლო დღეებში მიმდინარე აქციას, თუ როგორ იყო უფლებების დაცვის სტანდარტი სასამართლო სისტემაში, შეფასებული იქნა რეფორმების სამი ტალღა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მედიასაშუალებების რაოდენობაზე, რომელიც არის გაზრდილი, ვისაუბრეთ რეგულაციებზე მედიისთვის, რომელიც არის გამარტივებული,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები