21 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
„ერთ მშვენიერ დღეს ხალხი ამ შენობას მოადგება და დაიძახებს, კააა!“ - რომან გოცირიძე

„ერთ მშვენიერ დღეს ხალხი ამ შენობას მოადგება და დაიძახებს, კააა!“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დამტკიცების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ნაციონალ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ კომისიის შექმნა დროის გაჭიანურებას ემსახურება.

„დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს, იმას, რომ მათი საფირმო ნიშანი გახდა უსამართლობა, ძალადობა და სიღარიბე,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები