21 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრს, ეკა ბესელიას ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ წევრს, მმართველი გუნდის დეპუტატს, ეკა ბესელიას უნდობლობას უცხადებს.

სარალიძე ეკა ბესელიას იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც დეპუტატმა ზაზა სარალიძე პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.

ამის მიუხედავად სარალიძე საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე მივა და კომისიის წევრებს შვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დეტალს გააცნობს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია პირველად სწორედ ხვალ შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას შეათანხმებს.

უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო კომისიას კითხვები ირაკლი შოთაძესთან, მირზა სუბელიანთან, თეა წულუკიანთან და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ექნებათ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესა და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადეს, რომ სწორედ ამ პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იკვეთება.

საგამოძიებო კომისია კონკრეტული მტკიცებულებების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ხვალ მიმართავს. მომდევნო კვირიდან კი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვას დაიწყებს.

კომისიის პირველი სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. 

დღის ამბები