21 დეკემბერი 2024,   17:13
ვრცლად
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია შრილანკის 8 მოქალაქე

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, შრილანკის 8 მოქალაქეა დაკავებული. ბრალდებულები სამართალდამცველებმა ნომერ მესამე სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე აიყვანეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთში უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

დღის ამბები