03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
„არემჯი გოლდის“ უკან შესაძლოა პირადად ბიძინა ივანიშვილი დგას

რის საფუძველზე ააფეთქა “არემჯი გოლდ-მა” საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი და რა უფლებით დაიწყო კომპანიამ ადგილზე ოქროს მომპოვებელი მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები-ამ თემას ეხებოდა "განსხვავებული აქცენტები."

გადაცემაში აღინიშნა, რომ ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა ინტერესი საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა და ეს ბიძინა ივანიშვილის მეცნიერებთან შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა, სადაც მან „არემჯი გოლდ-ის“ პოზიცია ცალსახად დაიკავა.

"განსხვავებულ აქცენტებში" ხაზი გაესვა, იმ ფაქტსაც, რომ ამ დრომდე უცნობია ვინ დგას „არ ემ ჯი გოლდის“ უკან. ვარაუდს, რომ ეს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრია ამყარებს ის ფაქტიც, რომ სერიოზყული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობამ გასული წლის აპრილში „არემჯი-ს 7 ტონა ოქროს მოპოვების ლიცენზია ჯერ 1 წლით უსასყიდლოდ გადასცა, შემდეგ კი ვადა კიდევ 5 წლით გაუხანგრძლივა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები