05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ლიდერობს

მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი უპირობო ლიდერია. საარჩევნო უბნები რამდენიმე საათის წინ დაიხურა.

ეგზიტპოლების მონაცემებით, 64 წლის პოლიტიკოსმა ამომრჩეველთა 47 %-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა. ობრადორი, რომელიც წარსულში დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებდა, მოსახლეობას კორუფციის დამარცხებასა და ხელფასებისა და პენსიების მომატებას დაჰპირდა.

მმართველი პარტიის კანდიდატმა დამარცხება აღიარა. ობრადორს გამარჯვება უკვე მიულოცა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები