05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ბაჰამის სანაპიროსთან ტურისტების ნავი აფეთქდა

ბაჰამის სანაპიროსთან ტურისტების ნავი აფეთქდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი. ნავში სულ 12 მგზავრი იმყოფებოდა.

მაშველების მისვლამდე დაშავებულები ბორტიდან სხვა ნავის მგზავრებმა გამოიყვანეს. დაშავებულები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან.

ბაჰამის პოლიციის ცნობით აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები