03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
დონეცკის ოლქში უკრაინელი ფოტო კორესპონდენტი დაიღუპა

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, დონეცკის ოლქში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა. გაზეთ "სივოდნიას" ფოტოკორესპონდენტი, სერგეი ნიკოლაევი სოფელ პესკიში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის დროს მემარჯვენე სექტორის ბატალიონის ერთი წევრიც დაიღუპა. მძიმე ტექნიკის გაყვანის პროცესის მიუხედავად, აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. პეტრე პოროშენკო დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნის თაობაზე რადაში კანონპროექტის შეტანას სამშაბათს გეგმავს.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენსაც ესაუბრა. პარალელურად, დღეიდან ოფიციალურმა კიევმა რუსეთის მოქალაქეებს უცხოური პასპორტის გარეშე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

დღის ამბები