05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აზერბაიჯანი - ძლიერი სიცხის გამო მინგეჩაურის ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანის უმეტეს ტერიტორიაზე ენერგომომარაგება შეფერხებულია. მიზეზი ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია გახდა. 

აფეთქება გვიან ღამით მინგეჩაურის ელექტროსადგურზე მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ბაქოს დიდი ნაწილი და რეგიონები. ენერგოკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გახდა.

სპეციალისტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგების სრული აღდგენა დღის განმავლობაში მოხდება.

დღის ამბები