05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ტაილანდში დაკარგული 12 ბავშვი მღვიმეში იპოვეს - გამოქვაბულიდან დასაღწევად ბავშვებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ

ტაილანდში ამ დრომდე გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ბავშვის ამოყვანას ცდილობენ.

სამაშველო ოპერაციის მე-9 დღეს ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა ცოცხლები იპოვეს.

სპეციალისტების განცხადებით, მღვიმეში წყლის მაღალი დონე შესაძლოა ოქტომბრამდე შენარჩუნდეს და გამოქვაბულიდან დასაღწევად ბავშვებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურები მღვიმიდან წყლის ამოტუმბვას უშედეგოდ ცდილობენ. მღვიმეში მყოფ ბავშვებს რამდენიმე თვის სამყოფი საკვები და წამლები უკვე მიაწოდეს.

დღის ამბები