03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში იწყება

ბორის ნემცოვი დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციას უნდა ჩადგომოდა სათავეში თუმცა, მოსკოვში აქციის მაგივრად ნემცოვის სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან.

მოსკოვში ელოდებიან, რომ სამგლოვიარო მარშში ასი ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მარშის მონაწილეები უკვე იკრიბებიან დედაქალაქში. ისინი 55 წლის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მივლენ და მომხდარს გააპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან და პუტინისგან მომხდარზე პასუხის გაცემას ელოდებიან.

დილიდან მკვლელობის ადგილზე უკვე იმყოფებიან, მოკლული პოლიტიკოსის მეგობრები თანამოაზრეები, მათ ყვავილები მიიტანეს მკვლელობის ადგილზე. 

"კურიერთან" საუბრისას სამგლოვიარო მარშში მონაწილე მოქალაქეები, ბორის ნემცოვის თანამოაზრეები და მეგობრები ამბობენ, რომ ნემცოვის მკვლელობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამოაზრებს არც სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვთ. მეტიც ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება ფორმალურად ჩაივლის და მკვლელი დაუსჯელი დარჩება. 

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები