03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
სამგლოვიარო მარში მოსკოვში - ათასობით ადამიანი ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს [ფოტო]

მოსკოვში ადგილზე სადაც გუშინ წინ 55 წლის ასაკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს ათასობით ადამიანი მიემართება.

სამგლოვიარო მარში რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და იმ ადგილზე დასრულდება სადაც ნემცოვი მოკლეს. 

მარშის მონაწილეები ბორის ნემცოვის სურათებით, რუსეთის დროშებითა და ყვავილებით გადაადგილდებიან და სკანდირებენ  "პროპაგანდა კლავს" არ მეშინია," "ის ჩვენი მომავლისთვის იბრძოდა" გმირები არ კვდებიან." 

სამგლოვიარო მარშში ბორის ნემცოვის მეგობრები თანამოაზრეები, უბრალო მოქალაქეები მონაწილეობენ. 

მარშში მონაწილეობას ასევე იღებენ დეპუტატები დიმიტრი გუდკოვი, გენადი გუდკოვი და მიხეილ კასიანოვი.

მოსკოვის პარალელურად სამგლოვირაო მარში სანკტ-პეტერბურგშიც მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები