03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
"პროპაგანდა კლავს" - მოსკოვში სამგლოვიარო მარში გრძელდება

55 წლის ასაკში მოკლული ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე 50 ათასამდე ადამიანი მიემართება. აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი სამგლოვიარო მარშით 2 კილომეტრი გაიარეს. 

ბორის ნემცოვის მეგობრები, თანამოაზრეები, პოლიტიკოსები, უბრალო მოქალაქეები დღეს პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდნენ. ისინი ამბობენ, რომ ნემცოვი მოკლეს და ამ მკვლელობას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. აქციის მონაწილეებს არც გამოძიების იმედი აქვთ. 

სამგლოვიარო მარშის მონაწილეები ფიქრობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიები სრულად კონტროლირებადია და მიმდინარეობს პროპაგანდა. ბორის ნემცოვის თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ "რუსეთი უნდა გამოფხიზლდეს." 

სამგლოვიარო მარში პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს, სამართალდამცავებს მოსკოვში უსაფრთხოების მქსიმალური ნორმები აქვთ შემუშავებული. 

ბორის ნემცოვს სამშაბათს დაკრძალავენ. მისი თანამოაზრეები და კოლეგები პოლიტიკური განცხადბეების გაკეთებას სწორედ დაკრძალვის შემდეგ გეგმავენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები