03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ქობულეთში

მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთის რაიონში. სოფელ კვირიკეშის მოსახლეობა კომპანია "ლიბერთის" მიერ სოფელში მიმდინრე აფეთქებით სამუშაოებს აპროტესტებს. მათი მტკციებით, კომპანიას სატვირთო მანქანებით ლოდები და ინერტული მასალა გააქვს, რის გამოც გზა დაზიანდა. გარდა ამისა დაიბზარა საცხოვრებელი სახლებიც.

ადგილორივები პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე რომელიც ამბობს, რომ კომპანია წარმოებული სამუშაოების დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურას შეაკეთებს და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. 

ქობულეთელების პრობლემას გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრიც. ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ ადგილზე ვითარების სრული კონტროლის საშუალება მუნიციპალიტეტს აქვს და სწორედ ქობულეთის გამგეობას შეუძლია ყველა აუცილებელი ქმედითი ნაბიჯი გადადგას იმისათვის, რომ არ დაზარალდნენ მოქალაქეები. 

დღის ამბები