05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
აშშ-ს სენატმა სადაზვერვო კომიტეტმა, რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ სპეც-სამსახურების დასკვნას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტმა, რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ სპეც-სამსახურების დასკვნას მხარი დაუჭირა.

საგამოძიებო მასალების შესწავლის შემდეგ, კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საგამოძიები კომიტეტს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს სპეც-სამსახურების მიერ გაკეთებულ დასკვნებში, გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი ამ დრომდე ცდილობს შეერთებულ შტატებში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპიც დარწმუნებულია იმაში რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში გავლენის მოხდენის მიზნით.

დღის ამბები