05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
აქციები პოლონეთში - მოსახლეობა კვლავ სასამართლო რეფორმას აპროტესტებს

პოლონეთში კვლავ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. ვარშავაში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ათასობით ადამიანი შეკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლი დაამყარა.

ცვლილებების თანახმად, მთელი სისტემა საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურორების ჩათვლით, უშუალოდ იუსტიციის მინისტრს ემორჩილება.

რეფორმა ძალაში დღეიდან შევიდა და მის გატარებას ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ვარშავის გარდა, საპროტესტო აქციები პოლონეთის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა.

დღის ამბები