03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
უხილავი ბავშვები საქართველოში

9 თვის სანდრო უხილავი ბავშვია, რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს. სანდროს დედა თამარა კარეიანი საქართველოში სომხეთიდან 22 წლის წინ ჩამოვიდა და აფხაზეთის ომის შემდეგ აქ დარჩა. მისი ორივე შვილი საქართველოში დაიბადა, მაგრამ მოქალაქეობა არც ერთს არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ თამარა კარეიანისთვის გამოსავალი არსებობს, თუმცა არავინ უხსნის, ზუსტად როგორ უნდა მოიქცეს. იმისთვის, რომ ბავშვებს დროებითი ბინადრობის საბუთი მაინც ჰქონდეთ, 50 ლარია საჭირო. მარტოხელა დედისთვის ესეც არავის აუხსნია.

პატარა სანდროს მსგავსად, საბუთების პრობლემა საქართველოში ბევრ ბავშვს აქვს, მიზეზი სხვადასხვაა.

უხილავ ბავშვთა მონიტორინგი საქართველოში გაეროს ეგიდით ტარდება. იუნისეფში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა უსაბუთო ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

დღის ამბები