03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
უსარგებლო სახლის, რამდენიმე ქლიავის ხისა და ნაჩუქარი ქათმების გამო გაუქმებული სოციალური დახმარება

84 წლის გიგო ჭინჭარაულს მეორე წელია სოციალური დახმარება მოუხსნეს, ასაკთან ერთად, მას ჯანმრთელობის პრობლემები უმძაფრდება.

2013 წელს მისი მდგომარეობა სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაამოწმა. ქულების ხელახალი დაანგარიშების შემდეგ, დეკლარაციაში შეტანილი მონაცემებით, გიგო პაპასთვის მინიჭებული ქულა მინიმალურ ზღვარს ასცდა. მოხუცის მდგომარეობის გადამოწმების მოთხოვნით მისმა ქალიშვილმა სააგენტოს 3-ჯერ მიმართა. დეკლარაციის ხელმეორედ შესავსებად მისული სოციალური აგენტის კითხვებმა მოხუცი გააბრაზა. განერვიულებულს დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია.

სოციალურმა აგენტმა უთანხმოება არგუმენტად წარადგინა, სააგენტოდან გასაჩივრებულ დოკუმენტებზე ოფიციალური პასუხიც მოვიდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონულ განყოფილებაში გვიხსნიან, რომ სისტემა კომპიუტერულ ბაზაში შეტანილ მონაცემებს ავტომატურად აჯამებს. რამ გამოიწვია პირველადი ცვლილება გიგო ჭინჭარაულის საქმეში, არ გვეუბნებიან. გასაჩივრების შემდეგ შეუვსებელმა დეკლარაციამ და პირადობის მოწმობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კი მეორე წელია გიგო პაპა სოციალური დახმარების გარეშე დატოვა.

გიგო პაპა ვარაუდობს, რომ სწორედ უსარგებლო სახლი, რამდენიმე ქლიავის ხე და ნაჩუქარი ქათმები გახდა მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. 

დღის ამბები