05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ბრიტანეთის კონტრტერორისტული სამსახური ადასტურებს, რომ უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი წყვილი ნოვიჩოკით მოწამლეს

ბრიტანეთის კონტრტერორისტული სამსახური ადასტურებს, რომ ქალაქ ეიმსბერიში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი წყვილი ნოვიჩოკით მოწამლეს.

ორივე სოლსბერის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაზარალებულების ვინაობა დადგენილია, თუმცა მათი საეჭვო კავშირების შესახებ სპეცსამსახურს ინფორმაცია არ აქვს.

დონ სტარჯესი და ჩარლი როული უგონო მდგომარეობაში სახლში იპოვეს. მანამდე ისინი წვეულებაზე იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ნეოროტოქსინის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

ქალაქი ეიმსბერი სოლსბერისთან ახლოს მდებარეობს, სადაც მარტში რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად ასევე ნოვიჩოკით მოწამლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები