03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიღვნილი მარში რამდენიმე პირის დაკავებით დასრულდა

მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა, თუმცა ნემცოვის მკვლელობის ადგილზე ათობით ადამიანი ამ დორმდე იმყოფება. 

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით სამგლოვიარო მარშის მსვლელობის დროს დაკავებულია უკრაინელი დეპუტატი და პეტრე პოროშენკოს პარტიის წევრი, თუმცა დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პირის დაკავების შესახებ.

სამგლოვიარო მარში დღეს 4 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

სამგლოვიარო მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობა 70 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

სამგლოვიარო მარში მოსკვორეცკის ხიდთან დასრულდა, სადაც რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2 დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამგლოვიარო მარშები მოსკოვის გარდა სანკტ-პეტერბურგში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რუსეთის საელჩოების წინ გაიმართა.

დღის ამბები