22 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ნატოს სამიტი იქნება მთავარი თემა, რომელსაც საბჭოს წევრები განიხილავენ.

როგორ ემზადება საქართველო ბრიუსელში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და რა როლი აქვთ ამ პროცესში სხვადასხვა უწყებებს - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს წევრები სამიტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იმსჯელებენ.

„სამიტი არის ის ადგილი, სადაც ხდება განხილვა, როგორც ალიანსის გეგმების, ხდება შეჯერება ალიანსის პოზიციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. კრიტიკულია, საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ეს არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც შეიძლება მოვიაზროთ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ჩატარდება და როგორ იქნება საქართველო იქ წარდგენილი,“-განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ საუბარი იქნება თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის სკანდალზე.

კითხვაზე რატომ აფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მილიონიან ტენდერებს რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებულის კომპანიასთან, პასუხის გაცემა ლევან იზორიას მოუწევს.

დღის ამბები