ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაკურციხის თემში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.
გელა ეზიეშვილს ჩოხატაურის სამმართველოს წამომადგენლებმა ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს.
მერის წარმომადგენელს, ასევე, დაუდგინდა სხვა შემადგენლობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაც.
ფაქტს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით იძიებს.