03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა 50-მდე ადამიანის დაკავებით დასრულდა

სამართალდამცველებმა მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს 50-მდე ადამიანი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. ქალაქის ცენტრში ბორის ნემცოვის ხსნოვნის მარშში მონაწილეობა მიიღო 60 ათასზე მეტმა ადამიანმა.

სამგლოვიარო მარში, მოსკოვის გარდა, სანქტ-პეტერბურგში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსეთის საელჩოების წინ გაიმართა. რუსულ ინტერნეტსივრცეში ბორის ნემცოვის მკველეობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი, რომელსაც უკვე უწოდეს „კადიროვის საჩუქარი პუტინს.”

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობაში კადიროვის კვალზე განცხადება რუსების მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომაც გააკეთა.

ძიების წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რა მანქანით მოძრაობდა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ასევე იციან ავტომანქანის ნომრები. ის ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკას ეკუთვნის. ავტომანქანა ჯერ ნაპოვნი არ არის. პარალელურად, იძებნება მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები