03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
„გარკვეული ეჭვები ჩნდება, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის,” - „საერთაშორისო გამჭვირვალობა” მერიის კონკურსზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მერიაში ჩატარებული კონკურის ხარვეზებსა და კანონდარღვევაზე ლაპარაკობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელის ლევან ნატროშვილის თქმით, მერიიდან ატესტაციის შედეგად გათავისუფლებულ პირებს  დღეს „საერთშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლები შეხვდებიან. ისინი უშუალოდ მოისმენენ მათ პრეტენზიებს.

ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებით, ან რამდენი სარჩელი მოზადდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ელოდება. 

დღის ამბები