05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა 

იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად 60-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

ყველაზე მეტად ხიროსიმას პრეფექტურა დაზარალდა, სადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლების უმეტესობა. ვითარებას ძლიერი სიცხეც ართულებს.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. დაზარალებულ რეგიონებიდან ევაკუაციის ბრძანება 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაციაა მობილიზებული.

დღის ამბები