05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ტაილანდის გამოქვაბულიდან კიდევ ერთი მოზარდი გამოიყვანეს

ტაილანდის გამოქვაბულიდან კიდევ ერთი მოზარდი გამოიყვანეს. 10 საათიანი პაუზის შემდეგ მყვინთავთა ჯგუფი მღვიმეში დილით შევიდა. მათ დღეს კიდევ 3 ბავშვი უნდა გამოიყვანონ.

მეხუთე გადარჩენილი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი 4 ფეხბურთელის მსგავსად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. თუმცა ბავშვები კარანტინში არიან მოთავსებული, რადგან დაქვეითებული იმუნიტეტის გამო მათი დაინფიცირების რისკი მაღალია.

12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში 23 ივნისს შევიდა, მაგრამ მოულოდნელად გაწვიმდა და შესასვლელი გვირაბის დატბორვის გამო მათ გამოსვლა ვეღარ შეძლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები