05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
დიდ ბრიტანეთს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს

დიდ ბრიტანეთს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს. ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ საგარეო უწყებას ჯერემი ჰანტი უხელმძღვანელებს. ჰანტი მანამდე ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 

ბორის ჯონსონმა თანამდებობა ბრექსიტის სტრატეგიაზე პრემიერთან უთანხმოების გამო დატოვა.

მანამდე კი პოსტზე უარი ბრექსიტის მინისტრმა, დევიდ დევისმაც თქვა.

დევისიც და ჯონსონიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის არსებული გეგმა, ბრიუსელთან მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთს სუსტ პოზიციაში ჩააყენებს.

დღის ამბები