05 ოქტომბერი 2024,   20:38
ვრცლად
პრინცი ლუი გაქრისტიანდა

პრინცი ლუი გაქრისტიანდა - ​ქეითისა და უილიამის მესამე შვილი ლონდონში, სენტ ჯეიმსის სასახლის ტაძარში მოინათლა. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრნენ, თუმცა მათ შორის ელისაბედ მეორე არ იმყოფებოდა.

ლუის ნათლობას არ დაესწრო არც მისი მეუღლე პრინცი ფილიპი, მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით დედოფალი ბოლო რამდენიმე დღეა ლონდონში არ იმყოფება.

დედაქალაქში ის დღეს ბრუნდება და ამ კვირაში მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც გაუძღვება. 13 ივლისს მონარქი შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიიღებს.

დღის ამბები