05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ტაილანდის გამოქვაბულიდან ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს

ტაილანდის გამოქვაბულში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მღვიმიდან, რომელიც 4 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს, მყვინთავებმა ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს.

12-მა ბავშვმა და მწვრთნელმა დატბორილ გამოქვაბულში 2 კვირა გაატარეს. მათი ევაკუაციის ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი მყვინთავი, რომელიც სამუშაოებში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ გვირაბში ნებისმიერი ნაბიჯი რისკის შემცველი იყო, თუმცა ჯგუფები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. ახლა გადარჩენილებს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები