03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან - დაკავებულია 6 პირი[ფოტო]

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან „თავისუფალი თაობის” მიერ გამართული აქცია 6 პირის დაკავებით დასრულდა. დაკავებულებს შორის არის „თავისუფალი თაობის” წევრი ლადო სადღობელაშვილი, რომელსაც ბარალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აქციის მონაწილეებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები და საღებავები დაუშინეს.

"თავისუფალი თაობისა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით "არ გამოგივათ რევანში," "დაიჭირეთ" - საკაშვილისა და ადეიშვილის სურათებით და ა.შ., რომლებიც აქციის დასრულების დროს ადგილზე დაწვეს.

დღევანდელ აქციაზე ასევე იმყოფებოდა გია გორკოტაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის და მისი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის შესახებაც დეტალურად საუბრისგან თავს იკავებს, გააქტიურდება და იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლად არ იმოქმედოს.

კორკოტაშვილის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი საქმიანობა ვერ გააგრძელოს.  

დღის ამბები