26 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
მკვლელობა მესტიაში - თვითმხილველები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

მესტიაში მოკლული ლუკა ფალიანის საქმეზე, გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
საზარელი მკვლელობა პოლიციის სამმართველოდან რამდენიმე მეტრში, მესტიის ცენტრში მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ფაქტს წინ უძღოდა გარჩევები და დაპირისპირება ახალგაზრდების ჯგუფთან. მათივე თქმით, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

სასტუმრო „სვანეთის“ ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები მათი მისამართით იგინებოდნენ, რასაც ლუკა ფალიანთან დაპირისპირება მოჰყვა.

ახალგაზრდების ჯგუფი დანებით იყო შეიარაღებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტის დროს მათ პოლიციამ რამდენჯერმე ჩაუარა, თუმცა სათანადო ზომები არ მიიღო.
„ჩიხიდან ისმოდა უცენზურო სიტყვები ჩვენი მისამართით ზოგადად ლუკას ახსენებდნენ ძირითადად.

ჩაკეტილი ჭიშკრიდან გადახტნენ ბიჭები, ლუკა გადახტა გიო მიჰყვა და უშუალოდ დანის მოქნევის ფაქტი დაფიქსირდა ჩემს თვალწინ და ლუკა ჩაიკეცა ჩემს ფეხებთან“-ამბობს რუსუდან ბერიაშვილი.

შემთხვევა მესტიაში გუშინ მოხდა, ახალგაზრდების დაპირისპირების დროს 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ლუკა ფალიანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

დღის ამბები