03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
რატომ არ უშვებენ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს - რას ამბობს გიორგი კოდუა?

გიორგი კოდუა მთავრობას ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ორი დღის წინ ერთ-ერთი არაბი ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოში 25 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, საზღვარზე არ შემოუშვეს. კოდუას განცხადებით, ამის მიზეზად მესაზღვრეებმა სავიზო რეგულაციები დაასახელეს.

„მას აუკრძალეს შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და უკან გააბრუნეს ვიზების და რაღაც რეგულაციების გამო. მისი თანაშემწე თურქეთის მოქალაქე შემოუშვეს, თავად ეს ინვესტორი, მილიონერი, რომელიც მზად იყო ინვესტიციები განეხორციელებინა, არ შემოუშვეს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ ამ ინვესტორებს და თუ არა აქვთ ინფორმაცია, მოვუწოდებ მთავრობას, რომ მოიკითხონ და ასეთი ქმედებები აღკვეთონ, ჩვენ არ გვჭირდება მათი დახმარება მთავრობიდან, მოგვცენ ბიზნესმენებს საქმიანობის საშუალება,” - აცხადებს ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" დამფუძნებელი გიორგი კოდუა.

დღის ამბები