05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრაზე დააგვიანა

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრაზე დააგვიანა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი უინძორის სასახლეში 10 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. მთელი ეს დრო დედოფალმა ელისაბედმა სასახლის ეზოში გაატარა და უკმაყოფილება მხოლოდ ერთი ჟესტით გამოხატა, როდესაც საათს დახედა.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელმა მონარქმა დონალდ და მელანია ტრამპს დაგეგმილზე მეტი დრო დაუთმო. პროტოკოლით გათვალისწინებული ნახევარი საათის ნაცვლად, მიღება უინძორის სასახლეში 57 წუთს გაგრძელდა.

მონარქთან შეხვედრა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სამეფო სასახლესთან ისევე როგორც ლონდონის ცენტრში, ერთმანეთის გვერდიგვერდ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და მომხრეები იყვნენ შეკრებილები. 

დღის ამბები