03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
საგარეჯოში მცხოვრები გლეხები ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას უკვე მეხუთე თვეა უშედეგოდ ელოდებიან

22 ათასი ლარის ღირებულების რამდენიმე ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ალექსი გულარაშვილმა და მისმა ძმებმა ოქტომბრის დასაწყისში „შპს ელიკას” ჩააბარეს და ისინი ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდებიან.

ალექსი გულაღაშვილის მსგავსი პრობლემის წინაშე საგარეჯოს რაიონის კიდევ ოთხი სოფლის მცხოვრებლები არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელსაც ყურძენი ჩააბარეს, ქვეყანიდან წავიდა, შესაბამისად, გაურკვეველია მათი დავალიანების დაფარვის საკითხი. მევენახეების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ვერ აიღებენ, ვენახის დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.

ამ ადამიანების მევალე „შპს ელიკა” და მისი დირექტორი ელიზბარ დათუაშვილი არიან. გასულ რთველზე მას გურჯაანის მუკუზანის ღვინის ქარხანა ჰქონდა დაქირავებული. ამ დროისთვის ქარხანაში ელიკას წარმომადგენელი აღარ იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, ელიზბარ დათუაშვილი უკრაინაშია წასული.

როგორ გადაწყდება საგარეჯოს რაიონის ოთხი სოფლის მოსახლეობის პრობლემა, უცნობია. მევენახეები დახმარებას ხელისუფლებასაც სთხოვენ. 

დღის ამბები