05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ტერეზა მეი ბრიტანეთის მოსახლეობას ბრექსიტის ჩაშლის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ტერეზა მეი ბრიტანეთის მოსახლეობას ბრექსიტის ჩაშლის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ამ რისკებზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ღია წერილში საუბრობს, რომელიც მეილ ონ სანდეიში გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ მის მიერ შემუშავებული ე.წ. "რბილი ბრექსიტის" გეგმას ალტერნატივა არა აქვს.

"დროა, ვიყოთ პრაგმატულები. თუ ბრიტანეთის საზოგადოება არსებულ უთანხმოებებს არ დაძლევს, ბრექსიტის გარეშე დავრჩებით," - წერს პრემიერი.

ღია წერილში ტერეზა მეი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი გეგმა ქვეყანას მისცემს საშუალაბას, აღადგინოს ეროვნული სუვერენიტეტი, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა და ევროკავშირში ახალ ეკონომიკური პარტნიორობას ჩაუყაროს საფუძველი.

ტერეზა მეიმ ღია წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბრექსიტის გეგმის უთანხმოების გამო, საგარეო საქმეთა და ბრექსიტის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.

დღის ამბები